spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არგენტინა ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს არგენტინის და ხორვატიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

 

სამხრეთ ამერიკელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მატჩის 34-ე წუთზე ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გახსნა, მალევე ხულიან ალვარესმა ინდივიდუალური ოსტატობით სხვაობა ორამდე გაზარდა.

 

მეორე ნახევარში ლეგენდარულმა ლეო მესიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა, მისი საოცარი დრიბლინგის შემდეგ ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

 

არგენტინა მიმდინარე მუნდიალის პირველი ფინალისტია. ხორვატია კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

 

14 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატკივარი მეორე ფინალისტის ვინაობას გაიგებს. თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები