spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ზელენსკის და ორბანს შორის მოკლე საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოკლე საუბარი შედგა.

 

საუბრის დეტალებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არგენტინაში ვიზიტით მყოფი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც პარასკევს პარიზში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა.

 

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ორბანი აცხადებს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები