spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – არ შეიძლება მადლიერი არ ვიყოთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი სამართლის, კანონის და საქართველოს ერთგულებით იღებენ გადაწყვეტილებებს

არ შეიძლება არ გვიხაროდეს და მადლიერი არ ვიყოთ იმისთვის, რომ თავად სახალხო დამცველი და მისი აპარატი სამართლის, კანონის და საქართველოს ერთგულებით იქცევიან და იღებენ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

 

“საქართველოში ისე ცოტა დარჩა ისეთი სივრცე, რომელსაც შეიძლება დამოუკიდებელი უწოდო, დამოუკიდებელი პოლიტიკისგან, დამოუკიდებელი კონიუქტურისგან, დამოუკიდებელი უარყოფითი გავლენებისგან. არ შემიძლია განსაკუთრებულად  არ ავღნიშნო, რომ საბედნიეროდ, ერთი-ორი ასეთი ინსტიტუცია საქართველოში ჯერ კიდევ დაგვრჩენია. აქა-იქ ყველგან, სასამართლოშიც, პროკურატურაშიც, პარლამენტშიც და ყველგან, ნებისმიერ ინსტიტუტში, მოიძებნება არაერთი წესიერი და პროფესიონალი ადამიანი, მაგრამ როდესაც სისტემა არსებითად არის დაზიანებული ერთი-ორი ადამიანის პატიოსნება და წესიერება საქმეს ვერ შველის ვერც ერთ დროში და ვერც ერთი ხელისუფლების დროს. 

 

ამიტომაც, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ჩვენ საქართველოში დღეს გვაქვს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არ შეიძლება არ გვიხაროდეს ამ ინსტიტუტის არსებობა. არ შეიძლება არ გვიხაროდეს და მადლიერი არ ვიყოთ იმის გამო, რომ თავად სახალხო დამცველი, მისი აპარატის თანამშრომლები ასე მონდომებით, ასე ერთგულად, სამართლის, კანონის და საქართველოს ერთგულებით, იქცევიან და იღებენ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ,  მათ შორის, ამის ნათელი დასტური იყო გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები, განცხადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა, იმიტომ რომ ის, რაც ხდებოდა მასთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვა, ვფიქრობ, არის წარმოუდგენელი, სამარცხვინო ლაქა ჩვენ თანამედროვე, ქართულ ისტორიაში“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები