spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გაბედავს და პუტინი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს

ტერმინი “დენაციფიკაცია”, რომელიც პუტინმა გამოიყენა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელია, არ მახსენდება ამ ათწლეულების განმავლობაში ეს სიტყვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს  გამოეყენებინოს,  –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა. 

 

მისი განმარტებით, პუტინმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რაზეც დასავლეთმა მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. 

 

“პუტინის განცხადებაში  არის ორი პრინციპული სიტყვა, ეს არის უკრაინის “დემილიტარიზაცია”, ვფიქრობ, ეს სიტყვა ყველასათვის გასაგებია და მეორე სიტყვა არის “დენაციფიკაცია”. მე თვალებს არ დავიჯერე, როდესაც ეს ტერმინი წავიკითხე, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ტერმინი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია, არ მახსენდება ამ ათწლეულების განმავლობაში, ეს სიტყვა  რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს გამოეყენებინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინმა განიზარახა არა მხოლოდ უკრაინის დემილიტარიზაცია, არამედ ამის შემდეგ და ამის პარალელურად  ყველა მეთოდის გამოყენებით უკრაინაში ეძებოს რუსეთის მტრები, დააკაოს ისინი… 

 

ეს არის იმდენად ფართომასშტაბიანი კამპანიის დასაწყისი, რომ კითხვაზე – რა უნდა ქმნას უკრაინამ, მე ვიტყვი, რა უნდა ქნას ახლა დასავლეთმა? 

 

პუტინმა განაცხადა,  რომ ის მზადაა ყველანაირი სცენარისთვის და ორი სიტყვით გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ ვინმე გაბედავს და ჩაერთვება ამ პროცესში უკრაინის მხარეს, ის მკაცრად დაისჯება. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთს აღარ რჩება არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გაბედავს და პუტინი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს”,  – განაცხადა ახვლედიანმა. 

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ამოცანაა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ და სასამართლოსთვის გადაცემა იმ პირების, რომლებმაც “მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები