spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ღარიბაშვილი აცდა მთავარ მაჯისცემას, შესაძლოა, ამიტომაც დადგეს დღის წესრიგში მისი შეცვლის საკითხი

ღარიბაშვილი აცდა მთავარ მაჯისცემას, შესაძლოა, ამიტომაც დადგეს დღის წესრიგში მისი შეცვლის საკითხი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი წლის შემაჯამებელი გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა. 

 

ახვლედიანის თქმით, პრემიერის მიმართვაში ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები პრეზიდენტის იმ ინიციატივაზე, რომელიც ბოლო დღეებია განსჯის მთავარი საკითხია.  

 

“დღეს საქართველოს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი, პრემიერი კი საუბრობდა ტექსტით, რომელიც დაიწერა, შესაძლოა,  10 დღის წინ. ის აცდა რეალობას, არა მხოლოდ ეკონიმიკისა და სოციალური საკითხების შეფასების ნაწილში, არამედ  აცდა რეალობას მთავარში –  ბოლო  დღეებია,  საქართველოში ყველა  საუბრობს პრეზიდენტის ინიციატივაზე. ჩვენი ყველა პარტნიორი ახლა ამაზე საუბრობს.  მე ვერ მივხვდი,  რა სურდა ღარიბაშვილს. 

 

ის,  რომ ასე აცდები მთავარ მაჯისცემას, ნიშნავს 2 რამეს:  პირველი – ღარიბაშვილი სავარაუდოდ, ვერ იქნება თანამონაწილე ამ პროცესის, პრეზიდენტის ინიციატივის.  შესაძლოა,  ამიტომაც დადგეს დღის წესრიგში მისი შეცვლის საკითხი. ამ გამოწვევას სჭირდება თვისობრავად სხვა ტიპის ხელმძღანელი საქართველოს მთავრობისა. მეორე – ის ისე იყო გადაშვებული ბოლო თვეებში ამ სიძულვილის ენისა და ლექსიკის ტირაჟირებაში, ძალიან რთულია, ახლა წარმოიდგინო,  რომ ის შეძლებს დიალოგს. ვფიქრობ, ამ გუნდში არიან სხვები, ვისაც ეს უკეთ გამოუვა. დარწმუნებული ვარ, ამას ჩემზე უკეთ იაზრებენ იმ გუნდში”, – განაცხადა ახვლედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები