spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ის იქცევა სრულიად არაადეკვატურად და როცა ასე იქცევა ადამიანი, ის ხდება საშიში

თუ ივანიშვილს მრჩეველი არ დარჩა, შემიძლია, უფასოდ გავუწიო კონსულტაცია, თუ უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ უნდა. ის იქცევა სრულიად არაადეკვატურად და როცა ასე იქცევა ადამიანი, ის ხდება საშიში, – ამის შესახებ ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დასავლეთთან ურთიერთობის შეცვლა შეუძლებელია.

“ამ ხელისუფლების პირობებში თეორიულად შეუძლებელია, რომ აშშ-სთან, დასავლეთთან მოხდეს რამე სასიკეთო ცვლილება. ეს იციან შეერთებულ შტატებში, ეს იციან, საბედნიეროდ, ქართველი ხალხის უმრავლესობამ, რომელიც ელოდება არჩევნების დღეს, რომ პოლიტიკური უმსგავსობა გაიტანოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სივრციდან ივანიშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფების სახით.

თუ ივანიშვილს მრჩეველი არ დარჩა, შემიძლია, უფასოდ გავუწიო კონსულტაცია, თუ უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ უნდა. ის იქცევა სრულიად არაადეკვატურად და როცა ასე იქცევა ადამიანი, ის ხდება საშიში, მით უფრო, რომ მას აბარია ქვეყნის ბედი, ჩვენდა სავალალოდ”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები