spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ხელისფლების მიზანია, 2024 წელს უხეში ძალის გამოყენებით დარჩეს ხელისუფლებაში

“მგონია, რომ 2023 წლის გაზაფხული, ეს არის მმართველი ძალის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევის დრო. მარტში, როცა “რუსული კანონის“ მიღება გადაწყვიტეთ, თქვენ, ფაქტობრივად, უარი თქვით საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერზე.  ახლა, როცა ოპოზიციას გვეუბნებით უარს, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, თქვენ ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  პარლამენტის უფრაქციო წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

 

 მისი თქმით, როცა  მმართველი ძალა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ის ამით ანგრევს სახელმწიფოს საფუძველს. როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, რომ 2024 წელს უხეში ძალის გამოყენებით დარჩეს ხელისუფლებაში.

 

“ამის მიღმა, თქვენ ჩადიხართ, აგრეთვე, სხვა დანაშაულებს. მაგალითად, უკვე რა ხანია პატიმარია უდანაშაულო ნიკა გვარამია და ის განაგრძობს პატიმრობაში ყოფნას. ვიცით, რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენ აპირებთ კენჭი უყაროთ  ბათუმში უკანონო მშენებლობების ე.წ ამნისტიას. გადაეფარეთ მოსამართლეთა კლანს. ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ 12- პუნქტიანი გეგმა შესრულებული იყოს მხოლოდ ფორმალურად. ცხადია, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა მიზანს ისახავს თქვენი ეს განზრახვა?! ერთადერთს, რომ შეძლოთ 2024 არჩევნების ისე ჩატარება, როგორც ეს ჩაატარეთ, სხვა შორის, ბოლო არჩევნები,  რომლითაც ამაყობთ. არც დარღვევაა, არც შენიშვნაა, ერთი პარტიაა და გამარჯვებულიც ერთია.  თქვენი ამოცანაა, რომ 2024 წელს უხეში ძალის გამოყენებით, კანონის და კონსტიტუციის ჩაწიხვლით დარჩეთ ხელისუფლებაში“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები