spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – მაშინ, როცა უკრაინა მზად არის გადამწყვეტი იერიში მიიტანოს 21-ე საუკუნის უმთავრეს ბოროტებაზე, საქართველოს მთავრობა ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს ცვლის

“მაშინ, როცა უკრაინა, დასავლეთის მხარდაჭერით, მზად არის  გადამწყვეტი იერიში მიიტანოს 21-ე საუკუნის უმთავრეს ბოროტებაზე, საქართველოს მთავრობა ცვლის ქვეყნის  გეოპოლიტიკურ კურსს”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, ეუბნება სამყაროს, რომ მას აღარ სჭირდება დასავლეთი, საქართველოს ბუნებრივი სივრცე – ევროპა და ემზადება იმისთვის, რომ გაყალბებით, წინასაარჩევნო წნეხით ჩაატაროს მომავალი წლის არჩევნები და თუ ძალით მიიღო წარმატება, ფუნდამენტურად შეცვალოს საქართველოს კურსი ყველა მიმართულებით – გააუქმოს ინსტიტუციები, რომელიც მას აქამდე ხელს უშლიდა, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამოიღოს  კონსტიტუციიდან 78- ე მუხლი.

 

“ბოლო ხანებში, რაც ხდება ქვეყანაში, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოში კარს მოგვადგა ცენზურა, იდეოლოგიური წნეხი და ყველაფერი ეს ხდება  ერთადერთი მიზნით, რომ 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლებამ მიაღწიოს  წარმატებას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები