spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – მაშინ ვირწმუნებ სააკაშვილის ბრალეულობას, როდესაც მას განსჯის სამართლიანი და არა თქვენი ჯიბის სასამართლო

“ახლა რაც თქვენ გიხარიათ და გგონიათ, რომ თავი ქუდში გაქვთ, ეს არის საკუთარი თავის მოტყუება. როგორ შეიძლება გიხაროდეს, როცა ისედაც ღრმა უფსკრული ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის წარმოუდგენლად გაღრმავდა, როცა უნდობლობა არჩევნების მიმართ, რაც იყო, ალბათ, გაორმაგდა კიდეც“,- ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  

 

არმაზ ახვლედიანმა უმრავლესობის წევრებს მიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.

 

“რა გიხარიათ, როდესაც იცით, რომ მთავარ ქალაქებში ცუდად გაქვთ საქმე და ეს იმ ვითარებაში, იმ პირობებში, როდესაც მართალია, აქ თქვა რამდენიმე კოლეგამ, რომ საკანონმდებლო, პროცედურული სივრცე შეიცვალა, მაგრამ არსებითად ხომ არაფერი არ შეცვლილა, ადმინისტრაციული მანქანა ხომ კვლავ ისევ ისე და უფრო მძიმედ, უფრო უარესადაც მუშაობს, ფულის რესურსი ხომ კვლავ უკონტროლოა? და ამ წნეხის პირობებშიც კი მოხერხდა საზოგადოების ძალისხმევით, ოპოზიციის მონდომებით, რომ დიდ ქალაქებში გამარჯვება არ არის თქვენს სასარგებლოდ. ასე რომ ვფიქრობ, ნაადრევია თქვენი სიხარული თქვენი ზეიმი. ვისურვებდი, რომ ვიზეიმოთ ერთად, მაგრამ ვიზეიმოთ არა პარტიული ვაი გამარჯვებები, არამედ ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს წარმატებად, ის, რაც თუნდაც არა თქვენთვის ხმის მომცემ საზოგადოებას გაუხარდება. ნუ დაყოფთ, როგორც ყოფდით აქამდე, თორემ იცოდეთ, თქვენ ვერ გრძნობთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად გრძნობს იმ მაჯისცემას, სუნთქვას, რომ სულ ცოტა დარჩა, როდესაც თქვენ მოირგებთ ოპოზიციონერების მანტიას. გარწმუნებთ, რომ მერე რამდენ ხანსაც არ უნდა იყოთ ოპოზიციაში, ასე თქვენ, როგორც თქვენ ჩვენ გველაპარაკებით, ჩვენ თქვენ არ დაგელაპარაკებით, ასეთ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, არ ჩაგთვლით მტრებად და არ იქნება ჩვენი მხრიდან ზიზღის ენა“,- განაცხადა დეპუტატმა.

 

არმაზ ახვლედიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც გამოეხმაურა.

 

“ვფიქრობ, რომ არც ის უნდა გვიხაროდეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა საპყრობილეშია და გეტყვით ერთ არგუმენტს: არ ვიცი, ვინ სად იყავით, მაგრამ როდესაც მე სხვებთან ერთად კატეგორიულად ვემიჯნებოდი მიხეილ სააკაშვილის კურსს, არ ვიცი, მაშინ ვინ სად იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ მაშინ ვირწმუნებ სააკაშვილის ბრალეულობას, როდესაც მას განსჯის სამართლიანი და არა თქვენი ჯიბის სასამართლო“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები