spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – მისი ბოროტების იმპერია სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ უწყვეტი პროტესტით, გაფიცვით, სრული დაუმორჩილებლობით

ივანიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა – მისი ბოროტების იმპერია სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ ჩვენ, მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტით, გაფიცვით, სრული დაუმორჩილებლობით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი წერს.

“ერთმა ბოროტმა, ღვთის, ქვეყნისა და ერის მოძულე, პროვინციელმა დიქტატორმა, ჯერ გაღრღნა სახელმწიფოს მთელი სიმდიდრე, შემდეგ ფეხქვეშ გაიგდო კონსტიტუცია და სამართალი, გააუქმა დემოკრატია და არჩევნები, მოკლა ევროპული პერსპექტივა, დაასამარა ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კავშირთან, მძევლად აიყვანა და უკანონოდ დააპატიმრა ათობით პატრიოტი მოქალაქე, ომი გამოუცხადა კრიტიკულ აზრს, ღირსეულ საჯარო მოხელეებს, დაერია განსხვავებულ მედიას, პარტიულ სამსახურში ჩააყენა კრიმინალი, წესად აქცია აღვირახსნილი ძალადობა, დათესა ღვარძლი, შიში, გაუტანლობა, ღიად, აშკარად ჩადგა ქვეყნის უმთავრესი მტრის, კრემლის, სამსახურში…

სხვა რაღაა ღალატი და ქვეყნის მტრობა?! ივანიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა – მისი ბოროტების იმპერია სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ ჩვენ, მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტით, გაფიცვით, სრული დაუმორჩილებლობით, ახალი, მოუსყიდავი, სანდო, თავდადებული, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეებით!

ძირს ივანიშვილის რუსული დიქტატურა!

სასწრაფოდ დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლება მზია ამაღლობელს!“- წერს სოციალურ ქსელში არმაზ ახვლედიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები