spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი –  მიზანი იყო, რომ ვერ მოხერხებულიყო არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვირვება ასეთი გამოცდილი ორგანიზაციის მხრიდან

ეჭვი მეპარება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – გამჭვირვალობისკენ მოწოდებული და მომწოდებელი არასამთავრობო მნიშვნელოვანი ორგანიზაცია რამეს აკეთებდეს არაგამჭვირვალედ, – ამის შესახებ “ერთიანობა – საქართველოს” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის ჩახსნა იყო მიზანი, რომ ვერ მოხერხებულიყო არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვირვება.

“ეჭვი მეპარება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – გამჭვირვალობისკენ მოწოდებული და მომწოდებელი არასამთავრობო მნიშვნელოვანი ორგანიზაცია რამეს აკეთებდეს არაგამჭვირვალედ. ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მექანიზმები, რომ ამ გამჭვირვალობას მიაღწიოს ბოლომდე, თუმცა აქ მთავარი თემა ეს დეტალები არ არის. მთავარია ის, რომ გამჭვირვალობის ჩამოხსნით იყო მიზანი, რომ ვერ მოხერხებულიყო არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვირვება ასეთი გამოცდილი ორგანიზაციის მხრიდან, ეს კი ძალიან დააზიანებდა საარჩევნო გარემოს, რომელიც ისედაც დაზიანებულია”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები