spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ოპოზიციონერები გავერთიანდებით და მივმართავთ პარტნიორებს, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები მათთვის, ვინც ხელს მოაწერს ამ ანტიეროვნულ კანონს

“30 წლის განმავლობაში საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს სანუკვარ მიზანთან, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკური სივრცის  ნაწილი, მაგრამ იმავდროულად ამ 30 წლის განმავლობაში არასდროს, არც ერთი ხელისუფლება არ შეწინააღმდეგებია ამ სვლას“, – ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ქართველი ხალხის უმრავლესობა გადავა მოქმედებაზე და ეს მოქმედება იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო, რადგან „ქართული ოცნება“ და საქართველოს სამართლებრივი დემოკრატიული, ევროპული მომავალი გახდა შეუთავსებელი.

 

“თქვენ ამის გამო მოგიწევთ საფასურის გადახდა. ჩვენ, ოპოზიციონერები გავერთიანდებით და აუცილებლად მივმართავთ პარტნიორებს ბრიუსელში,  ვაშინგტონში და სხვა დედაქალაქებში, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები მათთვის ვინც ხელს მოაწერს ამ ანტიეროვნულ კანონს. ამოიწურა საუბრის და დიალოგის ყველანაირი რესურსი და ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენ უარი უთხარით საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს ევროპულ მომავალზე, ნორმალურ ქვეყანაზე, ნორმალურ  ცხოვრებაზე და მათ ტოვებთ სიღარიბის, გაჭირვების, უუფლებობის ზღვარზე.  ეს არის დიქტატურის გზაზე დადგომა. ამიტომ მხოლოდ ახლა აქვს ქართველ ერს შესაძლებლობა, რომ თქვენ გითხრათ არა! არც ერთი რესურსი გარდა ამ მავნებლური პოლიტიკისა აღარ დაგრჩათ, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება. არასდროს ასეთი ერთიანობა არ ყოფილა ქვეყანაში მტრული, ანტიდასავლური, ანტიეროვნული, მოძრაობის წინააღმდეგ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები