spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა

ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს.

“ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა და შესაბამისი მტკიცე, ერთიანი, დროული, ეფექტური ნაბიჯებით არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება, უზრუნველყოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გადარჩენა და შეუქცევადი წარმატება. ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს”, – წერს არმაზ ახვლედიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები