spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ყველაფერი დაქვემდებარებულია პოლიტიკურ კონიუნქტურას

“სიმართლე არის ის, რომ დღეს საქართველოში არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება, რომ დღეს, პრაქტიკულად ყველა დონეზე, იქნება ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი თვითმმართველობა, თუ რექტორის არჩევნები, იქნება მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მისი პრეზიდენტის თუ აკადემიკოსების არჩევნები, ყველაფერი არის დაქვემდებარებული  პოლიტიკურ კონიუნქტურას, პოლიტიკას თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე  უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

 

მისი თქმით, მწარე სიმართლე არის ის, რომ ახლა, როგორც ადრე, წინა მართველობის დროს, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ანუ მოხელეთა კლასი ჩურჩულით საუბრობს ერთმანეთთან, როცა საქმე ეხება პოლიტიკას.

 

“მინდა გკითხოთ, ნეტავ რატომ ეშინიათ ამ ადამიანებს, ან რისი ეშინიათ, ან რატომაა რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება იმ ტრენინგების და სემინარების მიმართ, სადაც ადრე ეს ადამიანები დადიოდნენ, გამოცდილებას იძენდნენ, ვგულისხმობ დასავლურ ინსტიტუტებს. რა ხდება ხომ ვერ მეტყვით? ან რატომაა რომ სუს-ი, როგორც ადრე, ახლაც აკონტროლებს ყველაფერს და სჯის ოპონენტების მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სხვა ადამიანებს. ხომ ვერ ამიხსენით რაშია საქმე?!“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები