spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – რამდენჯერაც არ უნდა ჩავატაროთ მინისტრის საათი, როგორც ჩანს, მაინც არაფერი არ შეიცვლება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შსს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ, ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა, დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ რამდენჯერაც არ უნდა მოვიდეს პარლამენტში მინისტრი, როგორც ჩანს არაფერი არ იცვლება.

 

“საქართველოს არ ეღირსა, არც პრემიერ მინისტრი, არც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინც იქნება კანონის, ქვეყნის ერთგული და არა პარტიული ინტერესის და უარეს შემთხვევაში, ერთი კაცის ერთგული. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი უბედურება, ამიტომ არის რომ აზრს კარგავს, მოგისმინოთ, რადგან გეკითხებით ერთს, პასუხობთ სხვას, სათქვენოდ და არა საქვეყნოდ, ამიტომ ვართ ამ დღეში, ამიტომ არის ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ასეთი უხერხული. მე ვერ ვხედავ გამოსავალს, რამდენჯერაც არ უნდა ჩავატაროთ მინისტრის საათი, როგორც ჩანს მაინც არაფერი არ შეიცვლება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ტრაგედიაა, რომ საქართველოში არ ყოფილა დემოკრატიული რეფორმები.

 

“თუ ვინმე ადგება და იტყვის, რომ დემოკრატიული რეფორმები დღეს საქართველოში გვაქვს, ან რამე დემოკრატიის მაგვარი, აქ პარლამენტში ან  სხვაგან, მე  ყურადღებით მოგისმენთ და ვეცდები, გიპასუხოთ. არ ყოფილა არც წარსულში და არ არის არც დღეს, ეს არის საქართველოს ტრაგედია. ჩვენი ხალხი არის საუკეთესო, არც უკრაინელებს ჩამოუვარდებით და არც არავის, მეტსაც გეტყვით, მათზე უკეთესებიც ვართ, არც გმირობა გვესწავლება, უბრალოდ არ გაგვიმართლა არც ერთხელ, რომ გვყოლოდა ნორმალური ხელისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ იყოს მაქსიმუმ ათი კაცი, წესიერი, კომპეტენტური, განათლებული და არა ერთი კაცის მორჩილი, არა პარტიული ინტერესის მორჩილი, ნუთუ ეს არ არის გასაგები“, – განაცხადა დეპუტატმა   

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები