spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია

“საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა წარსული აქვთ, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ორი მათგანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა და ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილზე  ისაუბრა.

 

“უპირველესად ვახსენებდი ნიკა გვარამიას, რომელიც ციხეში არ უნდა იყოს. ეს არის აქსიომა. ის არ უნდა იყოს იქ და რცხვენოდეს ყველას, ვინც ვერ ახერხებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს დროულად და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. რა თქმა უნდა, ეხება მესამე პრეზიდენტს, რომელიც არის არა სამართლიანი სასამართლოს განჩინებით იქ, სადაც არის, იმიტომ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში სხვა იქნებოდა გადაწყვეტილება, შესაძლოა, იქ ყოფილიყო კიდეც ბრალეულობა, მაგრამ ვერც ერთი ბრალეულობა ვერ გაამართლებს იმას, რომ მას დღეს აქვს ეს ვითარება, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშეა და ითხოვს დაუყოვნებლივ გადაუდებლად ჯანმრთელობის გამოსწორებას და ეს შეიძლება მხოლოდ უცხოეთში. მინდა ყველას გამოვუცხადო სოლიდარობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები