spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ვფიქრობ, რომ ჯანსაღი, ეროვნული, ევროპული  ძალები შეძლებენ საქართველოს განორმალურებას

ჭაობიდან ამოსვლის ერთადერთი მარტივი ფორმულა ისაა, რომ ამოსვლა ჩაბარდეს იმათ, ვისაც ამოსვლის რეალური სურვილი აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა რაც ხდება, ყველაფერი მიდის მხოლოდ კარგისკენ.

“ჭაობიდან ამოსვლის ერთადერთი მარტივი ფორმულა ისაა, რომ ამოსვლა ჩაბარდეს იმათ, ვისაც ამოსვლის რეალური სურვილი აქვს, ვინც წესიერია, არ უნდა იყოს მზაკვარი და ბოროტი და უნდა აცნობიერებდეს, რომ სამართლიანი წესრიგია უმნიშვნელოვანესი ყველასთვის.

უნდა გვესმოდეს, რომ ახლა რაც ხდება, ყველაფერი მიდის მხოლოდ კარგისკენ. საბოლოო ჯამში ეს ყველას რენდგენზე დაგვაყენებს, ყველაფერი სულ მალე ცხადზე ცხადი იქნება და ვფიქრობ, რომ ჯანსაღი, ეროვნული, ევროპული  ძალები შეძლებენ საქართველოს განორმალურებას”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები