spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – ყველამ ვიცოდით, რომ ყოველთვის გვისმენდნენ

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სასულიერო პირების მოსმენა ნიჰილიზმს, უიმედობის განცდას ბადებს საზოგადოებაში.

 

“მინდა, მჯეროდეს გამოძიების, ალბათ, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა სახით გაგრძელდება. სწორად წარიმართება თუ არა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ვფიქრობ, საპატრიარქომაც გამოაქვეყნა პოზიცია. პირადად მე, უფრო სწორად, ყველამ ვიცოდით, რომ ყოველთვის გვისმენდნენ. რამდენიც არ უნდა აპროტესტო ადამიანმა ეს ყველაფერი, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არ მჯერა, მომავალში ვინმე არ მომისმენს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს. არ მქონია შეგრძნება, რომ როდისმე არ მისმენდნენ.

 

არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო სტრუქტურა გისმენს თუ სხვა ადამიანი, რადგან დღევანდელ დღეს ძალიან მარტივად ხდება სოციალური ქსელების გატეხა, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცუდია, ნიჰილიზმს, უიმედობას იწვევს. ამხელა დარტყმა ეკლესიაზე თავისთავად გამოიწვევს ადამიანებში რაღაც ღმერთთან დამოკიდებულების შეცვლას, რომ აი, თუკი ასე ხდება ყველაფერი, მაშინ სად არის ღმერთი“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები