spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასთან ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია იყო.

"ეს იყოს ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს შეთანხმებას. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია რა დამოკიდებულებითაც იყო წარმოდგენილი, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროს, რაც ძალიან კარგი იქნება. პარლამენტში გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება, რაც დღეს აქ ვნახეთ. 

პოზიტიური იყო ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების მოძებნაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე. ასევე, პოზიციები ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია. შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიესლონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

"პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები