spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ასადის მმართველობა დასრულდა” – აჯანყებულები დამასკოში შევიდნენ, პრეზიდენტმა დედაქალაქი დატოვა

სირიელი მეამბოხეები დღეს, 8 დეკემბერს, დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, სადაც არმიის განლაგების ნიშნები არ ჩანდა. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, დამასკოს მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და “თავისუფლებას“ სკანდირებდა.

სირიის არმიის სარდლობამ ოფიცრებს განუცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დასრულდა.

სირიის არმიის ორმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დამასკო დატოვა. ასადი კვირას დედაქალაქიდან გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.

წინასწარი მონაცემებით, ასადი შესაძლოა, რუსული ილ-76T თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდეს. იმავდროულად, Flightradar-ის სამსახურის ცნობით, კვირას გაურკვეველი მიზეზების გამო, ილ-76T სირიის რეგიონში რადარებიდან გაუჩინარდა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ალ-სუვაირის მახლობლად.

სირიელმა ამბოხებულებმა უკვე გამოაცხადეს რევოლუცია წარმატებულად. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცევა, პატივს სცემენ საკუთრების უფლებებს და შეინარჩუნებენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასადის რეჟიმი კი პასუხს აგებს.

სირიაში მეამბოხე ჯგუფების სწრაფი წინსვლა დაახლოებით კვირანახევრის წინ დაიწყო. მათ სწრაფად შეძლეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის კონტროლი, მათ შორის დამასკოსკენ მიმავალი ქალაქების ჩათვლით.

ასადის მთავარმა მოკავშირეებმა – რუსეთმა და ირანმა არ გაუწიეს სირიის პრეზიდენტს რეალური დახმარება ამბოხებულების წინსვლის შეკავებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ასადმა შუამავლების მეშვეობით დახმარება სთხოვა შეერთებულ შტატებსა და დონალდ ტრამპს, რათა ან დარჩეს ხელისუფლებაში ან მოიპოვოს შეთანხმებები ემიგრაციაში უსაფრთხო გამგზავრების გარანტიებზე, საჭიროების შემთხვევაში. 7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა.

ბაშარ ალ-ასადი სირიის მე-19 პრეზიდენტია. მან სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა დაიკავა 2000 წლის 17 ივლისს. მანამდე მისი მამა იყო პრეზიდენტი 1971 წლიდან 2000 წლამდე. ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება, რომელსაც 305000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები