სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლას.
„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.
როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა.