აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკის მოქალაქეებმა არჩევანი “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და “რესპუბლიკელ” კანდიდატ, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთონ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.