spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარს გაგზავნის

ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება “ჰეზბოლას” შორის ესკალაციის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარს გაგზავნის, – ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით ჯარს გაგზავნის ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ესკალაციის ფონზე, თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენი დამატებითი ძალა იქნება განლაგებული ან რა დავალება ექნებათ მათ, არ გავრცელებულა.

აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამად რეგიონში 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული.

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტი გრძელდება. დაჯგუფებამ არაერთხელ შეუტია ისრაელს “ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა ოპერაციას “ჰეზბოლას” მებრძოლების პეიჯერების მასიურად ასაფეთქებლად.

აფეთქებების პირველი ტალღა 17 სექტემბერს მოხდა, მეორე – 18 სექტემბერს. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3 ათასი დაშავდა.

აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელსა და ლიბანურ სამხედრო დაჯგუფება “ჰეზბოლას” შორის ბრძოლების მნიშვნელოვან ზრდას ელიან, რამაც შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები