ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, არ მიაწოდოს შეიარაღება რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფხენიანს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ელოდება რუსეთში შეიარაღების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვას.
The New York Times-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში პუტინთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილონ რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და სხვა სამხედრო თანამშრომლობისთვის.