spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აშშ ჩინეთს 104%-იან ტარიფს უწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინურ საქონელზე იმპორტის გადასახადი 104%-მდე გაზარდა.

ამის შესახებ Fox News-ის კორესპონდენტი თეთრი სახლში ედვარდ ლოურენსი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულია, რომ ტარიფები ამოქმედდება იმის გამო, რომ ჩინეთმა არ გააუქმა სარკისებური გადასახადები აშშ-ის მოთხოვნების საპასუხოდ. ეს ნიშნავს, რომ 9 აპრილიდან პეკინს 104%-იანი გადასახადი დაეკისრება.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სხვადასხვა სახის იმპორტირებულ საქონელზე 10-დან 50%-მდე ტარიფები დააწესა. ამ გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე.

შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს იმპორტის გადასახადი დაუწესა 34%-ის ოდენობით. პეკინმა უპასუხა ამერიკულ იმპორტზე მსგავსი 34%-იანი ტარიფის გამოცხადებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებდა, თუ ქვეყანა არ გააუქმებდა თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო.

ჩინეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში აღნიშნულს უპასუხა და განაცხადა, რომ ჩინეთის “ზეწოლა ან მუქარა” “არ იყო ჩართულობის სწორი გზა“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი დაჰპირდა “ბოლომდე ბრძოლას”, თუ ტრამპი განახორციელებდა მუქარას ტარიფების 50%-ით გაზრდის შესახებ.

“ამერიკის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდით არის შეცდომა შეცდომის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული მხარის შანტაჟურ ხასიათს. თუ აშშ დაჟინებით დარჩება საკუთარ მოთხოვნაზე, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს“, – აღნიშნულია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები