spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აშშ და ნატო-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”


თბილისი: “აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ“, – ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

აღსანიშავია, რომ 4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

 

მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები