აშშ და უკრაინა 13 ივნისს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
“ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
მან განმარტა, რომ ეს მოხდება G7-ის სამიტის ფარგლებში, რომელიც იტალიაში გაიმართება.