spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას” – ოსტინი კიევში ჩავიდა

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

 

ოსტინმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტო დედაქალაქის სადგურიდან. მას კიევში აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

 

“მე ახლახან ჩავედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად. დღეს აქ ვარ მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად – შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, როგორც ახლა, ასევე მომავალში”, – წერს ოსტინი.

 

პენტაგონის ხელმძღვანელი უკრაინაში “რამშტაინის” ფორმატში ახალი შეხვედრამდე ორი დღით ადრე ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს, 22 ნოემბერს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები