ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა, – ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
“აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.
რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში ის მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
დანიგენი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fusingeo%2Fposts%2Fpfbid02883oqHBfpVeX8VWzdAjbuSg4QijRNMLhpzKepK5YogWyxTVHsvEbcmjcxWmp6pA9l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”460″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>