აშშ-ის ევროპული სარდლობა შავი ზღვის თავზე ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატზე რუსული ავიაგამანადგურებლების სუ-27-ის თავდასხმის და დარტმის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეო გადაღებულია დრონის ქვედა კამერიდან. მასზე ნაჩვენებია რუსული გამანადგურებლები, რომლებიც საწვავს ასხამენ და შემდეგ თავს ესხმიან ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს.
რუსული სუ-27-ის თავდასხმის შემდეგ თვითმფრინავთან კომუნიკაცია მცირე ხნით დაიკარგა. აშშ-ის ევროპული სარდლობა ადასტურებს, რომ თვითმფრინავმა ერთი წუთით დაკარგა კომუნიკაცია, როდესაც ტრანსლაცია განახლდა, აშკარა გახდა, რომ MQ-9 Reaper-ის პროპელერის ერთ-ერთი პირი სუ-27-თან შეჯახების შემდეგ დაზიანებულია.
სუ-27 საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს MQ-9 Reaper 14 მარტს შეეჯახა. რუსეთი მომხდართან კავშირს უარყოფს.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/LqsSYp-51Hs” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>