ამერიკის შეერთებულ შტატებში პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით საჰაერო ეროვნული გვარდიის წევრი ჯეკ ტეიშეირა დააკავეს, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა.
“FBI-ის აგენტებმა ტეიშეირა დღეს შუადღისას დააკავეს”, – აღნიშნა მან.
გარლანდის თქმით, დაკავებული ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება.
აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას უკრაინის და მისი კონტრშეტევისთვის მზადების შესახებ, გასულ კვირას გავრცელდა.
მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა უსაფრთხოების საიდუმლოებები თავდაპირველად ნაცნობების ონლაინჯგუფში გამოაქვეყნა.