აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შემოღების შესახებ, რაც უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების მნიშვნელოვნად დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტს მხარი 417-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ მისცა ხმა 10. „ლენდ-ლიზის“ ამოქმედების ყველა მოწინააღმდეგე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია.
დოკუმენტს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.