“ომიკრონის“ შემთხვევები მომდევნო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზრდება. სხვაობა კი, ვაქცინირებულებისთვის და არავაქცინირებულებისთვის, ძალიან დიდი იქნება“, – ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, ვივეკ მურთიმ ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა.
“უახლოეს კვირებში შემთხვევების პიკური მატება გვექნება, რადგან „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად გადამდებია და საამისოდ მზად უნდა ვიყოთ. თუმცა დაავადების განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი იქნება განსხვავება მათ შორის – ვინც ვაქცინირებულია და მიღებული აქვს „ბუსტერდოზა“ და – ვინც იმუნიზებული არ არის“, – განაცხადა მურთიმ.
მურთის თქმით, სრულად ვაქცინირებულები – მესამე დოზითაც აცრილები ან არ დაავადდებიან, ან – ძალიან მსუბუქად გადაიტანენ ინფექციას.
“თუ ვაქცინირებული არ ხართ, ვღელავ თქვენ გამო. ვშიშობ, თქვენ გაქვთ ჰოსპიტალიზების რისკი, ანდა – ღმერთმა დაიფაროს, შანსი, რომ ვირუსს შეეწიროთ, დიდია. ვაქცინაცია და „ბუსტერდოზების“ მიღება თავის დასაცავად ჯერ კიდევ საუკეთესო გამოსავლად რჩება“, – განაცხადა მურთიმ.