საქართველოში აშშ-ის საელჩო დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ტვ პირველის” მფლობელის ვატო წერეთლის განცხადებით, საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანრი ოხანაშვილის თქმით კი, ვატო წერეთელის მხრიდან “ბინძურ პროვოკაციას” ჰქონდა ადგილი.