spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საელჩო – დარწმუნებული ვართ, ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან

30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს კომენტარშია აღნიშნული.

 

“ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, – აცხადებენ საელჩოში.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება გუშინ ითხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები