საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს.
“პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს.
ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა”, – აღნიშნულია განცხადებაში.