spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საელჩო – ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია, – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

“ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – აცნობეს “რადიო თავისუფლებას” საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები