spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საელჩო – მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და მოქალაქეებზე

ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

“დღეს ელჩმა დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა “ტვ პირველის” გუნდის წევრები მოინახულეს.

ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები