spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საელჩო – ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს, – ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

“მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

პარლამენტთან 2 ივნისს დაკავებული 7 ადამიანი ამ დრომდე სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

 

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები