აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
“აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათია, გამნაღმველებისა და კინოლოგების ჯგუფი მუშაობს.
შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაღმვის შესახებ მიიღეს შეტყობინება და შესაბამისი სამუშაოები ტარდება.