spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საელჩო – ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკში გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

 

“ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.

 

უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.

 

იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები