spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით

სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.

 

“ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტმა “ამერიკის ხმას”.

 

მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები