ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცვლილების ფონზე ხდება. დღეს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის პოსტზე რუსტემ უმეროვის კანდიდატურას მხარი უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს.
ბლინკენი ბოლოს უკრაინაში 2022 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.