აშშ-ის საზღვაო ძალებმა გაათავისუფლეს ტანკერი, რომელიც შეიარაღებულმა პირებმა ახლო აღმოსავლეთში, ადენის ყურეში გაიტაცეს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-თან ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდმა უპასუხა კომერციული ტანკერის Central Park-ის განგაშის ზარს.
მისივე თქმით, ამერიკულმა ხომალდმა Mason-მა ტანკერი გაათავისუფლა და ის ახლა უსაფრთხოდ იმყოფება.
გემზე ეკიპაჟის 25 წევრი იმყოფებოდა საქართველოდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ფილიპინებიდან, ვიეტნამიდან და რუსეთიდან.
ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაქცევა სცადა, თუმცა ისინი დააკავეს.