spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო, ამის შემდეგ, დოკუმენტი სხვა კომიტეტებს გადაეგზავნებათ.

MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ხელისუფლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

“ჩვენ დავამტკიცეთ MEGOBARI აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი.

მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს.

ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა”, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა “TV პირველთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები