ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
აღნიშნული თანხიდან 6,5 მილიარდს პენტაგონი გამოიყენებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი, უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
გამოყოფილი თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.
სენატამდე დახმარების პაკეტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა, ახლა კი მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.