spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერი აირჩია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კევინ მაკარტის გადადგომის შემდეგ ახალი სპიკერი აირჩია. რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი გახდა.

 

ჯონსონმა 220 რესპუბლიკელი კონგრესმენის მხარდაჭერა მიიღო, რამაც უზრუნველყო მისი გამარჯვება. რესპუბლიკური პარტიიდან მის წინააღმდეგ არავინ გამოსულა.

 

მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2016 წელს შევიდა. ეს მისი მეოთხე ვადაა კონგრესში.

 

ჯონსონი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირეა. ის იცავდა ტრამპს მისი იმპიჩმენტის მოსმენების დროს და ასევე მხარს უჭერდა სარჩელს ოთხ შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ.

 

გარდა ამისა, ჯონსონი ღიად ანტიუკრაინულ პოზიციას იკავებს. მაისში ჯონსონმა მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს. მან თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ ეს თანხა უკეთესი იქნებოდა შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გაძლიერებასა და სხვა შიდა საჭიროებებს მოხმარებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები