აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი მე-15 მცდელობით აირჩია. შესაბამის პოსტს ახლა კევინ მაკარტი დაიკავებს. მან 216 დელეგატის ხმა მიიღო.
ბოლო 164 წლის განმავლობაში, ეს კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები იყო.
ასევე კონგრესის ისტორიაში პირველად, დემოკრატების ლიდერი აფროამერიკელი წარმოშობის ჰაკიმ ჯეფრისი გახდა.