აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტს მხარი 417-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 17-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტში ასევე გაწერილია ნაბიჯები რუსეთის როლის გადახედვის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მაგნიტსკის აქტის ხელახალი დამტკიცების თაობაზე, რათა გააძლიერონ სანქციები რუსეთზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო.