აშშ-მა გააფრთხილა „თალიბანი“, არ ჩაერიოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა.
“გავაფრთხილე ისინი, რომ ევაკუაციის პროცესში არ ჩაერიონ და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ნებისმიერ თავდასხმას დამანგრეველი ძალით ვუპასუხებთ. შეერთებული შტატების სამოქალაქო პირებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა ჩემი უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გაყვანის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
“თალიბები” ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ.